1 review for:

Alcibiades 2

Plato, Plato

2.5 AVERAGE

kesogago's review

2.0

ზოგადად, 2 ვარსკვლავით ვაფასებ ისეთ ნაწარმოებებს, რომლებმაც დიდად ვერაფერი შემძინეს ახალი. ვიმეორებ, ახალი. პლატონს ვეთანხმები იმ მონაკვეთში, სადაც ალკიბიადეს პირით ამბობს:

"ახლაღა მესმის, ჩემო სოკრატე, რამდენი უბედურების მიზეზია უმეცრება კაცთათვის, რაკიღა მის გამო, როგორც ჩანს, ჩვენდა შეუმჩნევლად არამარტო უმართრბლად ვიქცევით, არამედ, რაც ყველაზე უარესია, ვცდილობთ უდიდესი ბოროტებაც გამოვითხოვოთ ჩვენთვის; რაც, ალბათ, არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, ვინაიდან ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ სიკეთე შეუძლია ითხოვოს და არა ბოროტება; რაც მართალია, მართალია, ამნაირი თხოვნა წყევლას უფრო ემგვანება, ვიდრე ლოცვა-ვედრებას."
- ერთადერთი ღირებული და საინტერესო მონაკვეთი იყო ჩემთვის.

ობიექტურად, კეთილ არს ეს დიალოგი და მორწმუნეთათვის შეიძლება სამაგალითოდ იქცეს, თუმცა პირადად ჩემთვის ფუნდამენტურ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ადამიანის იდეალი, ლოცვა და
ღმერთ(ებ)ის ცნება და ვუწუნებ ზედმეტ რაციონალიზმს პლატონს - დეჟავუს შეგრძნება გამიჩინა.
საბოლოო ჯამში, პლატონის ჰიპიასებს უფრო მაღლა დავაყენებდი.