luka451 's review for:

სანამ მათ ჩამოახრჩობენ by ლაშა შუბლაძე, Joe Abercrombie
5.0

შევეცდები სპოილერების გარეშე განვიხილო.

პირველი კანონის ტრილოგიის მეორე წიგნი, სანამ მათ ჩამოახრჩობენ, ისევე როგორც თვით მახვილი, ისიც თავიდანვე მძაფრად იწყება, ნამდვილად არ მქონდა ამხელა მოლოდინი, რამხელა შთაბეჭდილებაც ამ წიგნმა დამიტოვა, ღირსეული გაგრძელებაა თვით მახვილის.

პერსონაჟები იდეალურადაა წარმოჩენილი, ნათლად ჩანს როგორ იცვლებიან ისინი, როგორი დამოკიდებულება უყალიბდებათ ერთმანეთთან, ამით მათზე ახალ რაღაცებს ვიგებთ, უფრო ვეჩვევით პერსონაჟებს და გვიყვარდება.

სიუჟეტი უფრო დახვეწილია წინა წიგნთან შედარებით, მოულოდნელობებითაა სავსე, უფრო ახალ და მოულოდნელ ამბებს ვიგებთ, უფრო გვითრევს და საბოლოოდ დიდი სიურპრიზი გვხვდება, რაც უფრო ზრდის მოლოდინს მეორე წიგნზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტი იქნება, ვიდრე მე მოველი.