A review by kesogago
Escape from Freedom by Erich Fromm

5.0

ანოტაცია: ადამიანის ისტორია შუა საუკუნეების ბოლოდან დღემდე სხვა არაფერია, თუ არა ახლად შეძენილი თაცისუფლების "დამუღამების" მცდელობა, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნიდან მისი წნეხის მაქსიმალური შეგრძნებით და მისგან გაქცევის მეთოდებში შვების პოვნით. თავისუფლების მოპოვებასთან, ანუ ქმედითობის უფლებებთან ერთად, ხვდები, რომ ამით იზოლაციაც და მარტოობაც უფრო იკვეთება შენ ცხოვრებაში: ჰოდა, თითქოს, რაც უფრო დაკავშირებული ხარ სხვებთან, რაც უფრო მეტ ინფორმაციას და გაჯეტს ფლობ, რაც მეტად გიცნობენ, რაც მეტად პროდუქტიული ხარ , თურმე მით უფრო ხდები ინდივიდი და თავისუფალი სხვათა შორის. არადა ეს მხოლოდ გაქცევაა ჩვენივე შფოთვებისგან, რომელიც იზოლირებული ყოფის ამაოებას და მარტოსულობას გაურბის. ფრომი ამტკიცებს, რომ თანამედროვე ადამიანის თავისუფლება არა გაქცევის მეთოდებით, ბევრის ფლობითა და მოჩვენებითი ინდივიდუალიზმით, არამედ თვითმყოფადობით, დამოუკიდებლობით და ამასთანავე, გარშემომყოფებისთვის სარგებლოს მოტანაზე, გაცემაზე ორიენტირებოთ მიიღწევა.

"ადამიანისათვის სამყაროსთან ხელახლა დასაკავშირებკად მხოლოდ ერთი ნაყოფიერი გზა არსებობს, რომელიც ადამიანების მიმართ აქტიურ სოლიდსრობაზე, სპონტანურ მოქმედებაზე, სიყვარულსა და შრომაზე გადის; ამ გზით ადამიანი სამყაროსთან გაერთიანებას კვლავ იზეიმებს, მაგრამ ამჯერად არა პირველადი კავშირებით შებოჭილი, არამედ როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ინდივიდი."

შენ თავისუფალი ხარ იმიტომ კი არა, რომ რაღაცას უარყოფ და გამოეყოფი, არამედ იმიტომ, რომ ცდილობ გააერთიანდე მსოფლიოს დინამიზმთან ისე, რომ ეს პროცესი შენს პირად თვითაქტუალოზაციას დაუმორჩილო.

ფრომი იმიტომ მიყვარს, რომ ბოლომდე სჯეროდა ისეთი მსოფლიოსი, სადაც ძლიერი პიროვნებები ერთმანეთის გაძლიერებისთვის იარსებებენ, დამოუკიდებლად და შეურწყმელად, სადაც იმას აკეთებ, რაც გსურს, მაგრამ ამით სხვის თავისუფლებას არ აზიანებ.
მსოფლიო მეტად მოწესრიგებული იქნება ისეთი ინდივიდებით, რომლებმაც იციან, რა უნდათ სამყაროში და იციან, სად მიდიან.