A review by mery_katcharava
თავისუფლებისგან გაქცევა by Erich Fromm

4.0

კარგია, განსაკუთრებით დასაწყისში. აქა-იქ ნასესხები იდეებით საინტერესო ხედვა შეკრა შიშზე, მარტოობასა და შფოთვაზე, როგორც 'რაღაცისგან გათავისუფლების' შედეგად ამოხეთქილ რეაქციაზე და "სოციალური ხასიათის" გარშემო "შემოალაგა". თუმცა ნეოფროიდიანელთა სისუსტე ისაა, რომ
იმავე ხელს კბენენ, რომელიც მათ კვებავს, რაც ზოგჯერ მათ მოსაზრებას თითიდან გამოწოვილი აზრების ელფერს აკრავს. ალბათ, ფროიდი მათთვის ისეთივე უმოწყალო, შეუბრალებელი "ღმერთია", როგორიც ის ღმერთი, საშუალო კლასისთვის რომ აღმოჩნდა თავის დროზე ლუთერისა და კალვინის გამოისობით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის "სასტიკი მამის" წინაშე მარტო დარჩენით გამოწვეული მათი შფოთვა.
ვაპირებდი 5 ვარსკვლავი დამეწერა, მაგრამ ბოლო თავში, სადაც დემოკრატიასა და თავისუფლებაზე საუბრობს, ფანტაზიებში ნამეტნავად გადავარდა.
საერთო ჯამში, ახალი ისეთი არაფერი, მაგრამ მაინც კარგია.