A review by michinio
Homage to Catalonia by George Orwell

5.0

აქამდე ორუელის მარტო [b:ცხოველების ფერმა|7613|Animal Farm|George Orwell|https://d.gr-assets.com/books/1424037542s/7613.jpg|2207778] და [b:1984|5470|1984|George Orwell|https://d.gr-assets.com/books/1348990566s/5470.jpg|153313] მქონდა წაკითხული და ძალიანაც მომწონდა ორივე (1984 უფრო). ეს მესამე იყო და ესეც ძალიან მომეწონა, "ფერმაზე" მეტადაც კი.

ესპანეთის სამოქალაქო ომი ჩემთვის ყოველთვის რაღაც თეთრი ლაქასავით იყო 30-40-იანების ევროპის რუკაზე, რომელიც მარტივად და გასაგებად იყოფოდა 3 ნაწილად: აქედან სსრკ, შუაში გერმანია თავისი მოკავშირეებით და სულ იქით დანარჩენი ევროპა - და გასაგებია ვინ ვის კლავს. ესპანეთში კი რაც მქონდა რამე წაკითხული (ვიკიპედიაზე მაგალითად), ვერასოდეს გამოვიტანე დასკვნა იმაზეც კი ფრანკო საერთოდ ვის მხარეზე იყო და რა უნდოდა. და თვითონ ესპანეთში ვინ ვის ებრძოდა. რომ გითხრათ "კატალონიის" წაკითხვის შემდეგ მაინცდამაინც რამეს მივხვდი-თქო, მოგატყუებთ. მაგრამ, არა იმიტომ, რომ ორუელი წერს რამეს გაუგებრად. ზუსტადაც რომ პირიქით - ძალიან კარგად ამიხსნა თუ რატომაა ჩემთვისაც, მისთვისაც და მთელი კაცობრიობისთვის ეს საკითხი ასეთი ბუნდოვანი. ეხლა უკვე ვიცი, რომ შეუძლებელია რაიმე ლოგიკა ეძებო სიტუაციაში, როცა ერთმანეთს ებრძვიან: სოციალისტური მთავრობა, დიქტატორი ფრანკო (რომელსაც მხარს უჭერს ფაშისტური გერმანია და იტალია), ამ სამივეს ცალცალკე ებრძვიან კომუნისტები და ანარქისტების სულ მცირე ორი პარტია + ეს ყველა ღიად თუ ფარულად ებრძვის ერთმანეთს, არავის ევასება მარქსისტები და თავის მხრივ საბჭოთა კაშირი ცდილობს თავისი გავლენების გაიასნებას თუ პირიქით არევას. ხვდებით ხო? თუ ვერა??

რამდენიმე ნიუანსი რომლებმაც განსაკუთრებით მიიქციეს ყურადღება:

- წარმოიდგინეთ ადამიანი უცხო ქვეყანაში, რომლის ენაც გაჭირვებით იცის (რომც იცოდეს, ისეთი დომხალია, რომ ვერაფერში დაეხმარება), სადაც ვინ ვის ებრძვის გაუგებარია, სადაც ადამიანების უდისციპლინობა ქართველებს შეგვშურდება, სადაც ჯარისკაცების არაპროფესიონალიზმი გამაოგნებელია, სადაც შეიძლება შენიანმა უფრო მოგკლას, ვიდრე მტერმა - მეტიც შენივე იარაღითაც უპრობლემოდ შეიძლბა შემთხვევით მოკვდე, სადაც სნაიპერებისთვისაც კარგი ნადავლი ხარ, რადგან ხარ მაღალი... და აი ასეთ სიტუაციაში ორიუელი ზის აკოპში და წიგნს კითხულობს! და ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა - მერე, ბარსელონის მაისის "რევოლუციის"დღეებშიც, სიტუაციაში სადაც ქუჩაში ნებისმიერ უიარაღო გამვლელს მხოლოდ იმიტომ ესროდნენ, რომ სროლის პონტი იყო - აი მაგ დროსაც კი, იმ სახლის სახურავზე გამაგრებული, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება შტურმით აიღონ - იქაც ზის და კითხულობს წიგნს! მიყვარს ეს კაცი!

- როდესაც მარქსისტების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, ორუელი ხშირად ირონიით აღნიშნავს - ტროცკისტებს გვეძახდნენო. ისიც კი კარგად ახსნა რა კონტექსტებში შეიძლება ეს ეხმარათ და რატომ არის ყველა კონტექსტი მის შემთხვევაში სისულელე. მაგრამ მას გამორჩა ერთი - ძალიან სტრუქტურიზებული, დოკუმენტებზე დაფუძნებული, დეტლებზე ორიენტირებული, მკაცრად მეცნიერული მიდგომა ფაქტების აღწერისა და ანალიტიკისას. ტროცკის რაც კი მაქვს წაკითხული, ყველგან დიდი მსგავსებაა ორუელთან. მგონი იყო ტროცკისტი, მაგრამ არ იცოდა თვითონ :)

- მართალია ამ ორ წიგნს შორის უუუუუუუუუუუუუდიდესი სხვაობაა, სულ სხვადასხვა რამეებზეა, რადიკალურად სხვადასხვა ეპოქებში და რეალურად სხვადასხვა კულტურის შვილების დაწერილი, მაგრამ ამ წიგნმა გამახსენდა [b:Fear and Loathing in Las Vegas|7745|Fear and Loathing in Las Vegas|Hunter S. Thompson|https://d.gr-assets.com/books/1394204569s/7745.jpg|1309111]. ორივე ერთნაირი გულწრფელობითა და ირონიითაა დაწერილი და, რაც მთავარია, ორივეგან იგრძნობა, რომ უკარგესი, უსაყვარლესი ადამიანები გამოცდილებაა ძალიან კარგი მწერლური ხელით დაწერილი.