A review by maionezi
The Return of Superman by Dan Jurgens

4.0

არ დავიწყებ შესავალს იმით რომ, სუპერმენი ყველამ იცის ვაბშე და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს სპაიდერმენისგან ან ბეტმენისგან. შედევრალური - "სუპერმენის სიკვდილის" და ნაკლებ შედევრალური "სამყარო სუპერმენის გარეშეს" შემდეგ, შევემზადე - "სუპერმენის დაბრუნებისთვის" დიდი მოლოდინით, წიგნიც საკმაოდ სქელი ჩანდა გაბარიტებით და კითხვასაც შევუდექი. "სამყარო სუპერმენის გარეშე" ერთ დიდი საღეჭ რეზინს ჰგავდა, რომელსაც დიდხანს ღეჭავ სანამ მოგშივდება და გემოც რო გასდის, არ გინდა რომ გადააგდო, გაინტერესებს სადამდე გაძლებ. თუმცა "სამყაროსაც" ჰქონდა თავისი მომენტები, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი, ეს სხვა თემაა. "დაბრუნება" გვთავაზობს 4 ახალ სუპერგმირს, რომელიც აგრძელებენ სუპერმენის საქმიანობას მეტროპოლისში და სამართალს პურს აჭმევენ. ესენი არიან - კიბორგი/სუპერმენი (რომელსაც ყველა რატომღაც ნამდვილ სუპერმენად მიიჩნევს, დნმ-ს სკანირების გამო), ერადიკატორი/სათვალეებიანი სუპერმენი, (რომელიც თავს კრიპტონის უკანასკნელ შვილად მიიჩნევს, და ატარებს ყვითელ დამცავ სათვალეებს), სუპერბიჭი (სუპერმენის სხეულის კლონირების შედეგი, სავსე 90იანების attitude-ითა და თავდაჯერებულობით) და ბოლოს - პირდაპირი მნიშვნელობით (Man of) Steel იგივე ჯონ ჰენრი აირონსი (რკინის ჯავშნით შემოსილი, ბალისტიკის ექსპერტი და იარაღთმშენებელი ზანგი გმირი). 4მა ახალმა დოპელგანგერმა საკმაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ყოველი მათგანი სამართალს საკუთარი გზებით აზეიმებდა - ძლიერი, სადისტური მიდგომა, მსუბუქი, არა-ლეტალური მიდგომა, ძლიერი მაგრამ სამართლიანი მიდგომა და ა.შ., მოკლედ ეს გაწევ-გამოწევა კაი 200-300 გვერდი გაგრძელდა - ყველა თავისი პატარ-პატარა ისტორიებით. მხოლოდ წიგნის შუა ნაწილის შემდეგ ვიგებთ მნიშვნელოვან კვანძებს, 2 მნიშვნელოვანი დოპელგანგერების წარმომავლობას - ერადიკატორისა და კიბორგი სუპერმენისა და უკვე მესამასე გვერდისკენ ბრუნდება ჩვენი უძღები შვილი კლარკ კენტი, რომლის დაბრუნებასაც სიკვდილის შემდეგ, საკმაოდ "საინტერესოდ" გვიხსნიან. თუ რა ყლეობას იზავს კიბორგი სუპერმენი და რა მოჰყვება ამ გაკეთებულ "ყლეობას" - არ დავიწყებ, თუმცა ამან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა დისის შემდგომ ივენთებში როგორიცაა მაგალითად - Zero Hour. მთლიან ჯამში, "დაბრუნება" საკმაოდ მდორედ დაიწყო, თუმცა ეს pacing-ი ოდნავ დინამიურად მიდიოდა, რაც მაიძულებდა გამეგრძელებინა და არ დამედო წიგნი მაგიდაზე. შევადარებდი ამას 2 ლიტრიან დიდ კოკა-კოლას რომელიც არ თავდება, ბოლოს მაგიდაზე გავიწყდება, თბება და გემოც ნელნელა ეკარგება, მაგრამ ყოველი ჩაციებით, ახალ გემოს იძენს და აი ბოლომდეც ჩახვედი. დამავიწყდა აღმენიშნა რომ სუპერმენის მითოსში საკმაოდ ახალი ვარ, და მისი ისტორიები All-Star Superman-ის შემდეგ "სიკვდილის" საგით გავაგრძელე, რითიც უკმაყოფილო ნაღდად არ დავრჩი.

პ.ს. კიბორგი/სუპერმენის დედისმუტელში შევეცი მე!