A review by michinio
Музей невинности by Orhan Pamuk, Орхан Памук

2.0

უკაცრავად, მაგრამ ვიწყებ:

საერთოდ როგორ მოხდა რომ ამ წიგნის კითხვა დავიწყე: როგორ და სტამბულში წასვლის წინ, იმის თვალიერებაში, იქ მუზეუმები რეებს გვთავაზობდნენ, ამოხტა უმაკოებაც. როგორც წესი სულ ხტება, მარა აქამდე წარმატებით ვაიგნორებდი. ეხლა კი ისე დაემთხვა, რომ კაკრას იმ პერიოდში დიდი არაფერი საინტერესო არ ხდება სტამბულში და მეთქი, რავი წავიდეთ. იმან - ხო, მარა წაკითხული თუ არ გვაქვს ისე რა აზრი აქვსო და მეთქი, ჯანდაბას - წავიკითხოთ, ისეთი რა იქნება, კაცს ბოლო-ბოლო ნობელი აქვს აღებული. რავი, მგონი არ ღირსო, მაგრამ ვცადეთ მაინც.

ხოდა, რამდენიმე მძიმე მომენტის მიუხედავად, როცა „რა თავს ვიკლავ“ პიკს აღწევდა, მაინც დავამთავრე და მინდა მოგახსენოთ ჩემი მოკრძალებული აზრი. ოღონდ, აი საიდან დავიწყო? ალბათ იქიდან, რაც მომეწონა.

ერთი ის მომეწონა, რომ თავიდან ბლომად შემხვდა ისეთი განცდები, აზრები და ფიქრები, რაც ძალიან ნაცნობია, როცა ხარ გულგატეხილი შეყვარებული, ან როცა გიკვდება ახლობელი ადამიანი. ბევრი (არა ყველა) გრძნობა და რაღაცეების რაღაცეებთან დაკავშირება ძალიან გასაგებია, ისიც გასაგებია რომ არ ნებდები, რომ დანებება (უბრალოდ საკუთარ თავში გადაწყვეტილების მიღებაც კი) ღალატად მიგაჩნია. და ზოგადადაც თავიდან ასე თუ ისე ნორმალურად დაიწყო და გამიჩნდა განცდა, რომ ისიც კი რაც არ მომეწონა შეიძლება იმიტომც არ მომეწონა, რომ ფამუკის მხრიდან იდეაში კრიტიკის ობიექტია... თურმე, ნურასუკაცრავად, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

მომეწონა კიდევ ის, რომ ფამუკი კარგი თუ ცუდი, ნამდვილად მწერალია, за словами в карман не лезит, როგორც იტყვიან. თანაც წერის ისეთი მსუბუქი მანერა აქვს, რომ მიდის ლიწინ-ლიწინით, არაა საჭირო წინადადებებზე დაფიქრება, გააზრება - უკვე კარგად დაღეჭილი ლუკმებია. თუმცა, ეს ამ წიგნის ბოლო პოზიტიური მომენტია და გარკვეულწილად წარმოადგენს მიზეზს ნაკლისა, რომელიც მინუსების სიაში პირველია:

1. ძალიან გაწელილი წიგნია, ძალიან! ხშირად მეორდება ერთი და იგივე, ხშირია ისეთი მონაკკვეთები, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ რამე ინფორმაციას, არის ხელოვნურად გაწელილი დიალოგები. ეხლა მაგ წიგნის ხელში აღებაც აღარ მინდა რომ ზუსტი ციტატები მოგყვვანოთ, მაგრამ დაახლოებით ასეთი დიალოგებია ბევრი:
- რბილად რომ ვთქვათ უცნაურია - ვუთხარი მე
- როგორ?
- უცნაური - გავიმეორე
- უცნაური?
- ხო, უცნაური.
- რას გულისხმობ?
- რას და...


ანდა ასეთი მომენტები:
„მომისმინე ქემალ“, - დაიწყო დედამ, მაგრამ ამ დროს ფატიმა შემოვიდა და დედამ თქვა „მე და ქემალი ვსაუბრობთ“, ფატიმა გავიდა და კარი გაიხურა - „მისმინე“ - გააგრძელა დედამ.

პრობლემა არაა ეს განწყობის შესაქმნელად ხანდახან რომ ხდებოდეს ან რაიმე ინფორმაციას შეიცავდეს. მაგრამ როცა ეს კეთდება მუდმივად და არაფრისთვის, მაგიტომაც არის წიგნი ასე გაწელილი. თორემ, ისე წინააღმეგი კი არ ვარ მსგავსი დიალოგების, ოღონდ სწორ ადგილას და სწორად უნდა გამოყენება. აი მაგალითად ასე უნდა:

– დღეს საღამოს თავისუფალი ხარ?
– კი, რა იყო?
– გამოიცვალე, აბა ,ეგ ტომარა, წვერი გაიპარსე და მოდი ჩემთან.
– რაშია საქმე?
– პატარა სვეტსკი ვახშამი მაქვს!
– ვინ იქნება?
– ერთად ვიმოგზაურეთ ევროპის გარშემო. მოკლედ, მოხვალ და ნახავ.
– კარგი, ბატონო!
– არ დამიწყო ახლა ქართული ნომრები, კაცს რომ დილას დაპატიჟებ და ღამის ორ საათზე მოგადგება ძმაკაცებით. საღამოს რვა საათზე ზუსტაად!
– ჩვენი დროით?
– ჩვენი დროით!
– კი, ბატონო!
– აბა, ჩაო!
– რაო?
– ნახვამდის!
– ნახვამდის!


2. ძალიან გაურკვევევლია პერსონაჟების სხვადასხვა ქმედებების მოტივაცია, სულ მთავარი გმირით დაწყებული. გასაგებია, რომ უყვარს, ოღონდ სიყვარულით ბევრს უყვარს, მაგრამ სირდება ცოტა. აქ კიდე კაკრას ის არ ჩანს რატო გამოსირდა. არ ჩანს ის 8 წელი რატომ ითმენდნენ ყველანი ამ მარაზმს, იმიტორო რაც ვითომ ხსნის მაგას (დროის ბუნებაზე რაღაცა ბოდვა) არის სისულელე. შეუძლებელია მასეთი ამბები, პრავილნი მოტივაციის გარეშე ან სიტუაციების ისეთი მრავალჯერადი დამთხვევების გარეშე, როცა ადამიანი უკვე კარგად გახვეული როა მარაზმში, მერეღა ხვდება. მაგალითად [a:კაფკა|5223|Franz Kafka|https://d.gr-assets.com/authors/1412460277p2/5223.jpg] ამაზე ბევრად სერიოზულ აბსურდულ სიტუაციებს ისე აღწერს ეჭვიც არ შგეპარება მათ რეალობაში, ფამუკთან კიდე რეალობა ისეთი ხელოვნურია, ირონიის მეტი არაფერი აღმიძრა.

3. თქვენი არ ვიცი და მე კითხვის განმავლობაში თითქმის სულ მქონდა იმის შეგრძნება, რომ [b:ლოლიტა|7604|Lolita|Vladimir Nabokov|https://d.gr-assets.com/books/1377756377s/7604.jpg|1268631]-ს თურქულ რიმეიკს ვკითხულობ. აი ინდუსებმა და თურქებმა რომ იციან რაიმე ცნობილი, ძირითადად ამერიკული ფილმების ქავერების კეთება, ისეთს. რა თქმა უნდა აქ აკვიტებული აზრის ობიექტი ასაკით ცოტა დიდია, მაგრამ ქმედებების უსაფუძვლობა თანაზომადია. ოღონდ ლოლიტა არის შედევერი, კითხვისას არ გიჩნდება უადგილო შეკითხვა „რატომ?“, რადგან ძირითადად გასაგებია ყველაფერი, ნათელი და ლოგიკურია და ვერც კი ხვდები იმ პატიოსან კაცს რას ერჩიან საერთოდ. უმანკოებაში კიდე სულ ფიქრობ - არ არსებობს! არაბუნებრივია! როგორ? რანაირად? მაგრამ პასუხები არსადაა, უბრალოდ მონაცემების (და არა ინფორმაციის) ნაკადი მოედინება მაღალი სიჩქარით.

4. მაინც ყველაზე მთავარი უსიამოვნება რაღაცნაირი გრძნობა იყო, რომელიც სადღაც ¼-ის მერე დამეწყო და ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი რამ იყო, რაც კი ოდესმე მქონია, ხანდახან თითქოს ფიზიკურად შემეძლო შეხება. გარკვევით ვერც ავხსნი - მუდმივი დაძაბულობის, ამაოების, ლორწოვანი სიცარიელის შეგრძნება.
Spoilerეს გრძნობა მომენტალურად გაქრა როგორც კი მოკვდა ის გოგო. და საერთოდ, რადგან ვახსენეთ - რატომ მოიკლა თავი და რატომ კინაღამ მოკლა ეს უბედური? იმიტომ რომ იმას მსახიობობა უნდოდა და ამან არ აუსრულა? გჯერათ თქვენ მაგის? სრული ტყუილია ეს წიგნი!


5. ქალიშვილობის ინსტიტუტიც და ეროტიული მომენტებიც - წმინდა წყლის კონიუნქტურაა და მეტი არაფერი - არც რამე ინფორმაციას იძლევა თუნდაც ტრადიციული ან არატრადიციული თურქისთვის, არც რაიმე პოზიციის არგუმენტაციია წიგნში და არც სიუჟეტში ღებულობს რამე განსაკუთრებულ მონაწილეობას - არც ისაა გასაგები რატომ მისცა ასე მარტივად ფჲუსუნმა მთავარ გმირს, და არც ის - რატომ აღარ აპატია ეს, და მოკლედ არაფერია გასაგები რა - უბრალოდ რაღაცეები წერია.

6. ...

... რაღა დაგიმალოთ და კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, მაგრამ არ ღირს ეს წიგნი დახარჯულ დროდ. მუზეუმში მაინც წავალთ... ალბათ... არ ვიცი. მეშინია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქალაქის იმიჯს სერიოზული ზიანი არ მიადგეს. მოკლედ, არავის ვურჩევ და ბოდიშს ვიხდი ფანებთან :*

Update: მუზეუმში არ წავედთ!