A review by michinio
A Simple Heart by Gustave Flaubert

3.0

ძალიან ადრე წავიკითხე "მადამ ბოვარი" და არ მომეწონა (არც მახსოვს რატომ), მაგრამ ვფიქრობდი შეიძლება მოზარდობაში წასაკითხი წიგნი არცაა და შეფასება არასწორია-თქო. თუმცა, ეხლა ამ ნოველის წაკითხვით აზრი არ შემცვლია ფლობერზე. შეიძლება XIX საუკუნის შუისთვის არის აქ რაღაც ახალი, არ ვიცი, მაგრამ საერთოდ ვერ დავამუღამე. ინგლისურად თარგმანის ამბავიც კი გასთვალისწინებელია, მაგრამ მაგ მხრივ დიდად არ იყო პრობლემა, თარგმანშიც ჩანს წერის სტილი და მანერა და კარგია ნამდვილად. მაგრამ ნოველის იდეა ხომ პრინციპულად იგივეა ნებისმიერ ენაზე - საერთოდ არაფერი დამიტოვა, რაღა დაგიმალოთ.