A review by michinio
Heart of Darkness by Joseph Conrad

4.0

რა თქმა უნდა კარგი იყო... მაგრამ Apocalypse Now-ს უყურეთ და დაგაინტერესათ იდეის ორიგინალი რამდენად უფრო ღრმა, ან ფართო, ან დატვირტული იქნებოდა - იმედგაცრუებულები დარჩებით - აქ იდეა სულ სხვაა. ჩემი აზრით კოპოლამ მოინდომა ამ ნოველიდან გამოეკვეთა რაღაც, როგორც როგორც ქვიდან ქანდაკებას გამოკვეთენ. მაგრამ პრობლემა ის მგონია, რომ კოპოლამ სცადა გამოეკვეთა ისეთი რამე, რაც თვითონ ქვაზე დიდია. ან უფრო სწორად ჩათვალა რომ უფრო დიდია.

თვითონ ნოველის ღირებულება ნამდვილად არის ატმოსფერო, რომელი მართლაც მუდმივად ბნელია, თუნდაც თაკარა მზე ანათებდეს შუა კონგოში. სულ დაძაბულობაა, სულ რაღაც შიში და მისტიკა და თითქოს ელოდები რომ ყოველი შემდეგი გვერდი კიდევ უფრო დაგძაბავს (და დაგაიტერესებს კიდეც). თუმცა კვანძი ისე იხსენება, რომ ვეც ხვდები საერთოდ იყო თუ არა რამე კვანძი.

მოკლედ - თვითონ კითხვის პროცესი ძალიან საინტერესოა, "მწერლის კალამი" მოქნილია და ეფექტური და თითქოს რაღაცას ტოვებს კიდეც წიგნი, მაგრამ ისეთს არაფერს, რომ მეორედ გადაკითხვა ღირდეს.