A review by michinio
Letter to my Father by Franz Kafka

4.0

ამ წერილის ავტორი არ არის Kafka - ეს წერილი დაწერა ფრანც კაფკამ, ადამიანმა. რა თქმა უნდა "ადამიანი ფრანც კაფკა" არის Kafka-ს შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მხოლოდ ნაწილი. სიმართლე რომ ვთქვა, რაღაცნაირად უხერხულიცაა როცა კითხულობ ძალიან პირად წერილს უახლოეს ნათესავთან, თანაც ასეთ ინტიმურ თემაზე. მით უმეტეს უხერხულია ამაზე საკუთარი აზრების გაზიარება. ამიტომ, მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი:

1. ადამიანი ფრანც კაფკა ძალიან საყვარლად მიამიტი ყოფილა, რომ დაუშვა აი ასეთი წერილით ისეთ ადამიანთან შერიგების შანსი, როგორიც მამამისი ამ წერილშივე ჩანს.
2. კიდე კაი უფრო მეტი არ დაწერა.

მაგრამ ყველაზე მთავარია სურვილი, რომელი კითხვისას გამიჩნდა და წაკითხვის შემდეგ უფრო გამიძლიერდა - რა კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს ადამიან ფრანც კაფკასთვის თვალებში ჩახედვა, გამიღმება, მხარზე ხელის მეგობრული მოთათუნება და თქმა: ohne stress alter :)