A review by michinio
Московиада. Роман на ужасите by Yuri Andrukhovych

5.0

დიდებულია, დ ი დ ე ბ უ ლ ი !

დიდი ხანია ასე მაგრად არაფერი მომწონებია და არის რაღაც სიმბოლური იმაში, რომ ზუსტდ ეხლა წავიკითხე, ომის მეორე თვის თავზე და ამ წიგნის დაწერიდან 30 წლისთავზე. მეგონა, რომ პოეტების პროზას ვერ ვამუღამებდი და თურმე უბრალოდ მართლა ძალიან მაგარი პოეტის პროზა ჯერ არ მქონია წაკითხული (ჟივაგოც არ წამიკითხავს, მაგალითად). ფორმა გინდა, შინაარსი გინდა, სტილი გინდა, ოდისეა გინდა, სიზმარი გინდა, ცხადი გინდა, დანტე გინდა, წინასწარმეტყვებელება გინდა - ყველაფერია აქ, ცოტა კაფკაც კი, ცოტა. ერთადერთი იმას ვფიქრობ პროზაში სხვა რამეც თუ აქვს, რომ ჯერ ამ მწერალზე ცოტა მეტი წავიკითხო და მერე ეგრევე, შესვენების გარეშე რამე სხვაც დავიწყო მისი... და სასურველია ასეთივე მაგარი თუარა, უბრალოდ მაგარი მაინც აღმოჩნდეს.

ყველას გირჩევთ, თან სანამ თემა ცხელია, თუნდაც რომ არ მოგეწონოთ, ღირს მაინც.

P.S. თავიდანვე რაღაცით ეროფეევი მომაგონა, მერე კიდე გაძლიერდა ეს გრძნობა და უკვე შემიძლია ვთქვა რომ დონითაც არაფრით ჩამოუვარდება, ფაქტიურად უკრაინული "მოსკვა-პეტუშკია", ოღონდ თვითმყოადი და დამოუკიდებელი.