A review by michinio
Бесы by Fyodor Dostoevsky, Fyodor Dostoevsky

4.0

სადღაც ერთი წელი გავიდა, რაც წავიკითხე და შეიძლება რევიუს დაწერა ცოტა დაგვიანებულია, თუმცა კითხვისას ჩანაწერებს ვაკეთებდი და იმ ჩანაწერებით ვიხელმძღვანელებ.

Бесы დოსტოევსკის მეორე რომანია, რაც წავიკითხე - პირველი "დანაშაული და სასჯელი" იყო წაკითხული მოზარდობისას და იქიდან რეალურად მხოლოდ დეტექტიური ნაწილი აღვიქვი + დამჩა მხოლოდ თანაგრძნობა რასკოლნიკოვი-დამნაშავისადმი (ეს თანაგრძნობა უფრო ბნელი 90-იანების მენტალობის გამოძახილი მგონია). ამიტომ, "ეშმაკნი" რეალურად პირველი სერიოზულად აღქმული რომანია ჩემთვის. რეკომენდაცია გამიწიეს როგორც წიგნისდმი, სადაც ყველაზე მაგრად არიან კომუნისტები გასაზიზღრებული, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს მხოლოდ ერთი პლასტია ამ ნაწარმოების და არც ყველაზე ღრმა, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ძალიან დამაჯერებელი და თანაგრძნობადია. დოსტოევსკის შეიძლება ეს ნაწილი იმიტომ გამოუვიდა კარგად, რომ ჯერ ერთი ბევრი რამ ნამდვილია და პერსონაჟებს ყავთ თავისი პროტოტიპები, მეორეც იმიტომ, რომ, დოსტოევსკი თვითონ იყო ჯერ სოციალისტი და მხოლოდ შემდეგ გახდა ქრისტიანი-მწერალი. შესაბამისად მისთვის ადვილია წეროს იმაზე, რაც ძალიან კარგად იცის. იმასაც დავამატებ, რომ ეს პოლიტიკური ნაწილი ტენდენციურიცაა - თავიდანვე იმდენად აშკარადაა აღწერილი ავტორის მამა-სოციალიზმის და მისი შვილი-კომუნიზმის სისაძაგლე და სიმდაბლე, და იმდენად არანაირი დადებითი არ გააჩნიათ მათ, რომ მაშინვე პროტესტის გრძნობა გიჩნდება და მაინც ეჭვის თვალით უყურებ ამ კრიტიკას.

აი სხვა ელემენტები ისეთი დამაჯერებელი ვერაა. ჯერ ერთი დოსტოევსკი ისე შორიდან უვილის, იმდენად ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომ იკარგები და ვერ ხვდები რა არის მნიშვნელოვანი და რა უბრალოდ გარემოს შექმნის ნაწილი. დოსტოევსკი ვითომ კი კარგი ფსიქოლოგიაო, მაგრამ იავნად ართულებს ადამიანური აზროვნების პროცესს, არაა ეგ ნამდვილი. იგივე ტოლსტოი არ ართულებს და მისი აღწერილი პერსონაჟები და მათი ქმედებები ძალიან გასაგებია (ვგულისხმობ გვიანდელ ტოლსოტის, ადრეულს მაინცდამაინც არ ვიცნობ). იგივე მამა-ვერხოვენსკის და დედა-სტავროგინას ჩახლართული ურთიერთობის მიზეზების გახსნა გვერდები ეთმობა, და შეიძლება ყველა ის ფაქტორიც არსებობს, მაგრამ არ ჩანს ეს დამაჯერებელი, უფრო მარტივია სინამდვილეში.

ასევე აქ კარგად არ ჩანს ადამიანების სულიერება. ეჭვი მაქვს ეს იმის ბრალია, რომ ისევ ტოლსტოისგან განსხვავებით, დოსტოევსკი მხოლოდ ქრისტიანული ფილოსოფიის ფუნდამენტზე ცდილობს ახსნას ყველაფერი და როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, თვლის რომ სული ერთია, გონება - სულ სხვა. ამიტომაც ცდილობს მთავარი მუღამი იმაში იყოს, რომ ეს სულიერი ფუნდამენტი დამალოს წმინდა გონებრივი ფენომემების მიღმა (შიშები, გრძნობები, კომპლექსები, სურვილები, ხასიათები...). რა თქმა უნდა გამოდის ისე რა - ხელოვნური და ტყუილად დრამატიზებული, გამოდის თეატრი (რომელიც, ვაღიარებ და არ მომწონს). ზედმეტი გართულებაც რაღაცნაირად თეატრალიზაციაა და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ასპექტია დოსტოევსკის შემოქმედებაში. შეიძლება ამის ნაწილიცაა ერთი ნიუანსიც, რომელიც ვითომ არაფერი, მაგრამ აძნელებს გაგებას - რომანი თან აშკარად პირველ პირშია და თავიდან ამბები, რომლებსაც ეს პროტაგონისტი არ შესწრებია მოყვანილია როგორც: "ამბობენ", "მერე ის მიყვებოდა, რომ", "როგორც ვხვდები" და ა.შ. მაგრამ ნელ-ნელა და წიგნის მეორე ნახევარში ძალიან ხშირადაც ისეთი მოვლენებია აღწერილი, რასაც ეს ადამიანი არც შესწრებია + სხვა პერსონაჟების ფიქრები და სუბიექტური განცდებიც ბევრია. ესეც ხელოვნურობას მატებს მთელ ამბავს.

კიდევ ერთი, რაც შევნიშნე (ჩემდა გასაკვირად) - სიკვდილი
Spoiler, რომელიც საკმაოდ ბევრია,
Бесы-ში არ იწვევს მაინცდამაინც დიდ თანაგრძნობას, რაღაცნაირი ყოველდღიური და თავისთავადი რამეა. ვუშვებ, რომ შეიძლება სპეციალურადაა ასე, რომ მკითხველმა დაინახოს - სიკვიდლზე უარესი რამეების არსებობს. თუ ასეა - ყოჩაღ, გამოვიდა.

ერთი მომენტიც - მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟები ძალიან მრავალფეროვანია და საზოგადოების ყველა ფენას წარმოადგენენ - point of view მაინც სვეცკები არიან. მაგალითად ტოლსტოის "Воскресение"-ში პირიქითაა - სხვადასხვა ფენის პრსონაჟები ზემოქმედებენ სვეცკი ტიპებზე, აქ კი მაღალი საზოგადოების პრიზმაში და ფილტრშია გატარებული ყველა, თითქოს დოსტოევსკი აკრიტიკებს ყველას, თითქოს ისაა მთავარ როლში და თვითონ წყვეტს ვინ არის კარგი და ვინ ცუდი, არ უტოვებს მკითხველს შესაძლებლობას შეიქმნას საკუთარი აზრი. იგივე კირილოვის პესონაჟი - რაღაც პონტში ნიკოლაი სტავროგინის გმირზე უფრო საინტერესოც კია, მაგრამ დოსტოევსკი იმდენად აშკარად დასცინის და აბანძებს, რომ გავბრაზდი კიდეც.

თუმცა, არის ერთი რამე, რაც ამ ყველაფერს ანაზღაურებს
Spoilerესაა ბოლო თავი - "У Тихона"
- ძალიან მოშნია, ძალიან. მაგრამ აქაც უნდა ვთქვათ - დოსტოევსკი ამ თავს შუაში აპირებდა, რითაც წიგნს დიდ ღირსებას დაუკარგავდა - ესაა ის გაურკვევლობა და მისტიკა სტავროგინის პერსონაჟში და მის საქციელებში. დიდი მადლობა ცენზურას, რომელმაც საერთოდ არ შეიტანა ეს თავი რომანში და მერე უკვე იმათ, ვინც ბოლოში დაამატა, ძალიან მაგარი გამოვიდა!
.

P.S. დოსტოევსკი-ტოლსტოის ცოტა ბევრი შედარება კი გამომივიდა, მაგრამ არ ვარ არც პირველი, არ უკანასკნელი ამ ამბავში :) თუმცა, სულ ბოლომდე ობიექტური რომ ვიყო, ჯერ "ომი და მშვიდობა" და "ძმები კარამაზოვები" უნდა წავიკითხო ალბათ