A review by michinio
The Communist Manifesto by Karl Marx, Friedrich Engels

2.0

ბოდიში შოთო :)

სარტრს ვკითხულობდი და იმდენი კომუნისტი და პროლეტარი გაიჩითა პერსონაჟებში, თან უფრო პოზიტიურ პონტში, რო ვიფიქრე, იქნება რუსული კომუნიზმი არაა ნამვილი კომუნიზმი და პირველი ხელიდან მივიღებ-მეთქი ინფორმაციას. მთლად კაპიტალის წაკითხვისთვის მოტივაცია არ მეყო, თან ბედად ოდესღაც ნაყიდი ეს წიგნიც ვიცოდი ელოდებოდა თავის დროს.

მიუხედავად შოთოს კომენტარისა, რომ ეს არა იმდენად პარტიის მანიფესტია, რამდენადაც ლიტერატურული ნაწარმოები, მაინც მემანიფისტა. რა თქმა უნდა არის აქ ლიტერატურულად საინტერესო მომენტები, მაგრამ ისედაც ყველასთვის კარგად ცნობილი "Spectre is haunting Europe - a spectre of Communism"-ის გარდა ვერაფერი დიდად განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ვერ ვნახე.

აქაა ძირითადად ისტორიული ექსკურსი, პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი და სხვადასხვა ბურჟუაზიულ-ფეოდალურ-სოციალისტურ-კომუნისტური მიმართულებების დახასიათება, რომელიც ყოველთვის მთავრდება კომუნიზმის უპირატესობების აღნიშვნით. მაგრამ ზუსტად აქაა პირველი პრობლემა - უკვე 170 წელი გავიდა და ეს ანალიზი და მათზე დაფუძნებული პროგნოზები ჩემი აზრით მცდარი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ბევრი ფაქტორი იყო რამაც პროლეტარების ინტერნაციონალურ გაერთიანებას ხელი შეუშალა, მაგრამ მაგ ფაქტორების წინასწარგანჭვრეტა რო ვერ/არ მოახერხეს პატივცემულმა ავტორებმა, ეგეც ხომ რაღაცას ნიშნავს? შემდეგი პრობლემა ამ მოკლე ტექსტში ისაა, რომ ლოგიკური კავშირები ძირითადად დაუსაბუთებელია. სადაც არის ამის მცდელობა, არსებული რეალობაც ძალიან ცალმხრივად და უარგუმენტოდ არის მოყვანილი + გაზვიადებული. ტექსტი ძირითადად აგებულია ბლომად აქსიომაზე, რომელიც სინამდვილეში ხან საფუძველშივე ძალიან სუბიექტურია, ხან საერთოდ გაუგებარია საიდან იციან ეს აქსიომები. თუნდაც ის რომ მოსახლეობის 9/10-ს არ გააჩნია კერძო საკუთრება, რაც ალბათ კი რეალობა იქნებოდა მონები და დამონებული გლეხები რომ გაეთვალისინებინათ. მაგრამ არა - ისინი ამათში არ შედიან (საერთოდაც რა - რანაირადაა ბურჟუაზიის მიერ პროლეტარიატის ჩაგვრა პრიორიტეტი, როცა მონობა ჯერ კიდე არსებობს!). ან რომ 1848 წლისთვის ბურჟუების უმრავლესობა უკვე პროლეტარულად აზროვნებს (თურმე თვალთმაქცობენ ოღონდ) და რომ ისინი საერთოდ არ მუშაობენ რომ ოჯახი საერთოდ საჭირო არაა, პირველ რიგში იმიტომ რომ ოჯახური ურთიერთობები ისედაც გამქრალია. და ყველაზე მთავარი - "working man have no country" - ესაა ინტერნაციონალური კომუნიზმის (რასაც აწვებიან მარქსი და ენგელსი) საფუძველი, მაგრამ ძალიან ძალიან ძალიან საეჭვოდ ჟღერს ეს XIX საუკუნეში. ხოლო XX საუკუნს კომუნიზმმა ხომ საერთოდ კარგად აჩვენა ამ პოსტულატის უსაფუძვლობა. XXI საუკუნის გლობალიზაციის და ინტერნეტიზაციის პირობებშიც კი ეს ამბავი ძალიან წინ დიდად არ მიდის. ერთი შეცდომაც - ტექნიკური პროგრესი ზუსტად ის ფაქტორია, რომელმაც წესით ხელი უნდა შეიწყოს პროლეტარების კლასის ინტერნაციონალიზაციას, ესენი კიდე - ეგო ბურჟუაზიის იარაღია და ხიხიაო.

ასევე მათ არ გააჩნიათ ეკონომიკური მოდელი, რომელზეც შიძლება კომუნიზმის დაფუძნება. პრინციპში ამას ადასტურებს საბჭოთა კავშირიც, როცა მიუხედავად ბლომად შიდა რესურსებისა, თავიდანვე საჭირო გახდა НЭП, ხოლო როცა ეს გააუქმეს - მერე გულაგი. და როცა გულაგიც გაუქმდა - კიდეც დაიწყო კრიზისები და ბოლოს დაიშალა კიდეც სსრკ (თუმცა, გასაგებია რომ ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი). ასევე ძალიან ბუნდოვანია რას უპირებენ მეცნიერებს? ვროძები ისინი ვერ არიან მთლად პროლეტარულად მოაზროვნე ტიპები, მაგრამ მაინც ჭირდებათ. თუ არ ჭირდებათ? ვერ გევიგე სიმონ.

რა თქმა უნდა გეგმებში და იდეებში არის პროგრესული რამეებიც - მაგალითად რომ ქალის როლი უნდა შეიცვალოს და გახდეს კაცის მთლად თანასწორი თუარა, მხოლოდ გამრავლებისა და გართობის ბურჟუაზიული ინსტრუმენტი არ უნდა იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ - არის კი ბურჟუაზიაში ქალი მთლად ასეთი მარტო ინკუბატორი და ბოზი? დღევანდელობასთან შედარებით რომ არის ცალსახაა, მაგრამ ბურჟუაზიული ქვეყნებიც ყველანაირი კომუნიზმის გარეშე მივიდნენ სწორ გადაწყვეტილებებამდე. იგივე ეხება საყოველთაო განათლებასაც - იდეა ძალიან სწორია, მაგრამ მარტო კომუნისტების იდეა ხომ არაა ეს - სხვებიც ხომ მივიდნენ აქამდე და განახორციელეს კიდეც. ისტორია დიდად არ ვიცი და შეიძლება კომუნისტებზე უფრო სწრაფადაც კი ქნეს.

და ბოლოს - ყველაზე მთავარი პრობლემა კომუნიზმში არის ინდივიდის უარყოფა, როგორც ასეთის და მხოლოდ კლასის აღქმა როგორც საზოგადოების ყველაზე მცირე და ამავე დროს ყველაზე დიდ კომპონენტად. მეცნიერების შესახებ ყველაზე ახლოს სადაცაა, გერმანულ სოციალიზმზე საუბრისას, ზუსტად იმას უწუნებენ გერმანელ ფილოსოფოსებს, რომ ფრანგული სოციალიზმი ინდივიდებზე მოთარგმნეს და ამიტომ არიან დილეტანტები და პრაფანებიო, მაგრამ რატომაა ეს რამენაირად სიბანძე, მაგას უკვე აღარ ამბობენ.

მოკლედ, კომუნისტების ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც მაქვს - ტროცკი არის დონე. თუმცა, ეს ტროცკის უკვე ის ტროცკი აღარაა, წითელ არმიას რო ქმნიდა. მომიწევს მგონი История русской революции-ს წაკითხვაც :)

P.S. ალბათ ეს ტექსტი სპეციალურადაცაა ცოტა პრიმიტიული, XIX საუკუნის მასებმა რომ გაიგონ... და ზუსტად ამიტომაც ამას ლიტერატურასთან ბევრი არაფერი აკავშირებს.