A review by michinio
The Picture of Dorian Gray by Oscar Wilde

2.0

შეიძლება იმაზე გაცილებით გვიან წავიკითხე, ვიდრე ზოგადად იკითხება ეს წიგნი (აეროპორტში დიდი ხანი რომ უნდა იყო და უცებ წიგნის მაღაზია რომ შეგხვდება და გახარებული რო შევარდები და რამეს რომ ნახავ, რაც იცი და და წაკითხული არ გაქვს - ეგ შემთხვევაა).

ხოდა, საერთოდ ვერ გავიგე რა მუღამი აქვს - ვერც იდეა დავამუღამე, ვერც შესრულება, ვერც ფორმა და ვერც შინაარსი. რაღაცნაირი ხელოვნურია, თეატრალური. ალბათ მაგაშია ჩემი მთავარი პრობლემა, რომ თეატრი არ მომწონს - ეს ჰიპერბოლიზებული აღწერები, ფსევდო-მაღალფარდოვანი პრიმიტიული მიამიტური დიალოგები, არარეალური სიტუაციები და უტრირებული გრძნობები.

თუმცა, ნამდვილი მწერალი როა - ეგეც კი ჩანს. იქნებ სხვა რამე აქვს უფრო დასტოინი, ა?