A review by gvantsachaduneli
Aelita by Alexei Tolstoy

3.0

წიგნი აშკარად ინტერგალაქტიკურ სიყვარულზეა და არა საბჭოთა მარსზე. თითქოს ამ ყველაფერში ძალდატანებითაა შეტენილი აგიტატორი წითელარმიელი გმირი -გუსევი; ახალ ცივილიზაციაში მოხვედრისთანავე არიქა მოსკოვში დავრეკოთო რომ გაიძახის, მთავარ გმირს -ლოსს გიჟი ჰგონია. არც გუსევის ძალისხმევა ჩაერიოს მარსის რევოლუციაში იღებს არანაირ შედეგს. რომ არა ფაქიზი პოლიტიკური გარემო, წიგნს სხვა და უკეთესი ფორმა ექნებოდა. პ.ს. წიგნში ვხვდებით ატლანტიდელების ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ალტერნატიულ ისტორიას.