A review by michinio
Dubliners by James Joyce

4.0

ჯოისი წიგნის მოყვარულებისთვის არის ბუა და მეც ყველაზე დიდი ბუა მეგონა ყოველთვის, თან კი მოდერნისტი და ამბავი, მაგრამ ამ ჰომეროსთან ობიექტური პარალელებით ვფიქრობდი ალბათ უფრო წაუკლასიკებს, თან იმ სტილში, როგორც არ მომწონს-თქო. ამიტომაც ილიადის წაკითხვის მერე ალბათ საერთოდაც ზედ არ შევხედავდი, ჩემს (ყველაზე კარგ და ჭკვიან) შეყვარებულს რომ არ წაეკითხა და რომ არ მოსწონებოდა და გაკვირვებულიც რომ არ ყოფილიყო - რატომ თვლიან ჯოისს რთულად საკითხავ მწერლადო. რადგანაც ლიტერატურული გემოვნება ბოლეე-მენეე ერთნაირი გვაქვს, გადავწყვიტე საცა წვრილია იქ გაწყდეს-თქო და დავიწყე.

რა თქმა უნდა პირველი 2-3 მოთხრობა ცოტა ძნელად წავიდა - ჯერ ერთი იმიტომ, რომ ზოგადად როცა წინა წიგნი სხვა ენაზე მაქვს წაკითხული (რუსული იყო), ენის ცვლილების შეჩვევას რაღაცა დრო ჭირდება. მეორე იმიტომ, რომ ზოგადად მწერლის ენას სანამ დავამუღამებ ხოლმე - მაგასაც უნდა რაღაც დრო. მაგრამ საოცარი ის იყო, რომ ამდენი "ჯოისი ძნელი საკითხავია"-ს მერე მართლაც გასაკვირად არართული (თუმცა ძალიან მდიდარი და საინტერესო) ენა აღმოაჩნდა ამ ირლანდიელს. თუმცა, მალევე მივხვდი რა სიძნელეა ჯოისში.

პრობლემა ისაა, რომ წიგნების უმრავლესობა ინფორმაციას მაინც უკვე დამუშავებული სახით იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ ფილმებში მაყურებლის ჩართულობა შეუდარებლად მცირეა, ვიდრე მკითხველის ჩართულობა წიგნში, მკითხველის როლი მაინც უფრო წაკითხულის ვიზუალიზაციაა, ვიდრე მისი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა არის წიგნები, სადაც მკითხველი პერსონაჟებთან ერთად ეძებს, ვითარდება, იზრდება და ა.შ. (დეტექტივი ყველაზე მარტივი მაგალითია), მაგრამ მკითხველის წვლილი კითხვის მთლიან გამოცდილებაში მაინც უფრო დაკვირვებაა (+ ვიზუალიზაცია და აუდიალიზაცია, აუდიცია, აუდიოვიზუალიზაცია... გახმოვანება მოკლედ :) ). რაც შეეხება ჯოისს, ეს კაცი ისე აღწერს რაღაცეებს, რომ თითქოს იქ ხარ და ხანდახან კი train of thoughts-იც იჩითება, მაგრამ ისე, რომ მხოლოდ იმ მომენტში რას ფიქრეობს პერსონაჟი და არა ისე რო აი ამ მიზანს ემსახურება ეხლა მისი საქციელი და გეგმა ესა და ეს აქვს - ანუ, მკითხველმა პრინციპში არ იცის პერსონაჟებს რა მოტივაცია აქვთ, რას ფიქრობენ და ქვეცნობიერში რა უტრიალებთ. დაწყებული პატარა ნიუანსებიდან, დამთავრებული ხანდახან საერთოდ მთლიანი მოთხობის მნიშვნელობით - მკითხველს მიდმივი ჩართულობა ჭირდება რომ გაიგოს რა ხდება, სიუჟეტი რა არის, ვინ რას აეკთებს და ვის რა უნდა საერთოდ. ასევე მკითხველს ჭირდება რაღაც სხვა ცოდნა, მოაზროვნე ადამიანად ყოფნის 1-2 ათეული წლიანი გამოცდილება მაინც და დავამატებდი რომ ინგლისურის ცოდნაც, იმიტორო ასეთი რამის თარგმნის კითხვისას ფაქტიურად თარჯიმნის დაწერილ წიგნს კითხულობ და არა ჯოისისას (უცნობი ადამიანისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ჯოისისა და ლია იმერლიშვილის ლიტერატურული შესაძლებლობების განსხვავება ალბათ ყველასთავის ცხადია).

მოკლედ, პირველი გაცნობა ძალიან ძალიან ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მაგრად ვისიამოვნე და აღვფრთოვანდი იმ ინტელექტუალური ვარჯიშით, რაც ჯოისის კითხვაა. ძირითადში ყველაფერი გავიგე, თუმცა დარჩა რამდენიმე ბნელი ლაქაც, რომლებზეც მერე გადავიკითხე პატარა კრიტიკა (ვიკიპედიის დონეზე) და ასე თუ ისე გავიგე. ერთადერთი მიზეზი რატომაც 4 - ყველა მოთხრობა ერთნაირად მაგარი არაა, თუმცა ისიცაა, რომ ხარისხი აღმავალი ტენდენციით მიდის თავიდან ბოლომდე და კულმინაციაც შესაბამისია.

P.S. თურმე ჯოისის მიმომხილველები (თუ რაც ქვიათ) ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: "ნატურალისტები" და "სიმბოლისტები". განსხვავება ალბათ გასაგებია - ნატურალისტები ამბობენ, რომ ჯოისი წერდა რაზეც წერდა, ხოლო სიმბოლისტები რო - ერთს წერდა, მაგრამ გულისხმობდა სხვა რამესო (მაგალითად ერთ-ერთ მოთხრობაში 2 მეგობრიდან ერთი ინგლისია, მეორე ირლანდიაო). ალბათ სიმართლე სადღაც ამათ შორისაა, მაგრამ მე მგონია რომ ბევრად ნატურალიზმისკენ იქნება ვიდრე სიმბოლიზმისკენ - ისედაც იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესოა რასაც წერს, რომ იმაში კიდე სიმბოლოების ძებნა ხელოვნურისა და თითიდან გამოწოვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

P.P.S. ჯოისის ბიოგრაფიიდან მაგრად მომეწონა ერთი მომენტი: თურმე ჯოისის გოგოს ქონდა შიზოფრენია და რაღაცა პერიოდი კარლ იუნგიც მკურნალობდა. მერე იუნგს წაუკითხავს ულისე და უთქვამს, გოგოსაც და მამასაც შიზოფრენია აქვთ და გვანან ადამიანებს, რომლებიც მდინარის ფსკერისკენ მიექანებიანო, ოღონდ გოგო თუ იძირება, მამა ყვინთვით მიცურავსო :)