A review by baskha
კაფკა პლაჟზე by Tamar Subeliani, Haruki Murakami

3.0

არ ვიცი მურაკამიზე რომ ვწერ არ მინდა რაიმე ცუდი ვთქვა, მაგრამ ვერც კარგ სიტყვებს ვიმეტებ. მურაკამი არასდროს არ წერს რაიმე ახალს(ამის საფუძველი მხოლოდ ორი ნაწარმოებია ნორვეგიული ტყე და კაფკა), უბრალოდ ახალ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს. გაქცევა, საკუთარი თავის ძიება, ინდივიდუალური დამოკიდებულებების, შეხედულებების ძიება, მამის ხატის დამხობა, რათა საკუთარი თავი დაინახო, მოზარდობის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი იპოვო. კაფკას თავისი მდგომარეობის გააზრებაში, დაგროვილ კითხვებზე პასუხების გაცემაში ლიტერატურა და მუსიკა ეხმარება, მაგრამ ყველაზე მთავარი პრაქტიკული გამოცდილებების მიღებაა, რადგან თუ არ გაიქცევი ვერ მიხვდები, რომ ყველაფრის აზრი დაბრუნებაშია. ჩემი აზრით გზაზე შეხვედრილი პერსონაჟები მურაკამიმ გამოიყენა იმისთვის რომ ეჩვენებინა კაფკაში დამოკიდებულებების ჩამოყალიბების პროცესი და ამ ქაოსში საკუთარი მდგომარეობის მიგნების ისტორია. ისინი განსხვავებულები არიან, განსხვავებული გზებით, შეხედულებებით და კაფკა იგებს როგორია სამყარო, თავგადასავალი სრულდება და გაღვიძების შემდეგ კაფკა აუცილებლად მიხვდება რომ ყველაფერი სხვაგვარად გაგრძელდება. კიდევ ერთს დავწერ იმიტომ რომ ბევრი სისულელე დავწერე საოცრად მოხიბლული ვარ ნაკატას პერსონაჟით, მხოლოდ მის გამო არ ვნანობ ამ ნაწარმოების წაკითხვას და კიდევ ერთი ძლიერი მხარე ნორვეგიულ ტყეს მაინც ჯობს, სხვა თუ არაფერი. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მერე რა? :/