A review by kesogago
მოსკოვიადა by Yuri Andrukhovych

4.0

მოსკოვის ქუჩებში მობოდიალე ლოთი, წარმოშობით უკრაინელი პოეტი ოტო ფონ ფ. გვიყვება თავის ერთ დღეს, ირონიით, სარკაზმით, ნოსტალგიით აღსავსე ისტორიას, რომელიც წიგნის ყდასავით აბურდულ-დაბურდულია. რაულ ჩილაჩავას საოცრად ოსტატურ, მსუბუქ, ბუნებრივ და დახვეწილ თარგმანს ვუწერ 5/5-ს, ამბავს 2/5-ს, ბოლოსკენ არსებულ დიალოგს აწ უკვე ჩამოყალიბებულ პროფაშისტურ რუსეთის მიზნებზე კი 5/5-ს. ანდრუხოვიჩმა ჯერ კიდევ 1992 წელს ივარაუდა ახლად დაშლილ საბჭოთა კავშირზე აღმოცენებული რუსეთის მიზნები და ურთიერთობების შედეგები მეზობელ სახელმწიფობთან.

ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ თავისუფალი, მსუბუქი და ენამოსწრებული ლიტერატურის მოყვარულებს, რომლებსაც გსიამოვნებთ უცხოურ ლიტერატრაში კავკასიელების, საქართველოსა და ქართველების ხსენება. ამ წიგნში ეს უკანასკნელი მრავლადაა!