A review by michinio
Зов Ктулху by H.P. Lovecraft

4.0

კარგია, მაგრამ ასე 20 წლამდე ასაკში წაკითხვის შემთხვევაში ალბათ გენიალურიც კი იქნებოდა.. და თან XX საუკუნის 30-იან წლებში რომ წამეკითხა ან კტულჰუს კულტის მოძღვარი გავხდებოდი, ან მთელი ცხოვრება შიშში ვიცხოვრებდი :)

თუმცა, რადგან ემოციების ამპლიტუდა აღარ მაქვს ისეთი ფართო როგორც მოზარდობისას, ობიექტურად მოთხრობები (აქ 3 იყო) ცოტა ერთფეროვანია, ერთი და იგივე ფაბულა აქვთ, მაგრად იწყება, მაგრამ ერთი თუ გაქვს წაკითხული ყველას გაგრძელება და დასასრული თავიდანვე იცი. ასევე აქ კია ძალიან ბევრი ერუდიცია, მაგრამ მაინც არაბუნებრივად მარტივია ყველაფერი (ხანდახან პრიმიტიული კი) და კითხვისას სულ ჩამესმოდა სიტყვები "ამერიკული ლიტერატურა, ამერიკული ლიტერატურა, ამერიკული ლიტერატურა..."