A review by michinio
საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია by Yuval Noah Harari

4.0

თავიდან უკეთესი იყო, თუმცა მერე კარგი. მთლიანობაში ძალიან საინტერესო წიგნია. ჩემთვის ერთი მინუსია, რომ როდესაც რაიმე წიგნის სათაურში არის სიტყვა "ისტორია", ველოდები რომ უფრო ქრონოლოგიურად იქნება ყველაფერი, რო ადრე ასე იყო, მერე ის დაემატა, მერე გავლენა ქონდა ამას, ის შეიცვალად და ა.შ. ეს წიგნიც მასე დაიწყო, მაგრამ შემდეგ უკვე ცოტა ქაოსურად გაგრძელდა.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ რაღცეებში ალბათ არ ვეთანხმები და არც ლოგიკურ კავშირებში მივყვები ბოლომდე, ძალიან ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო ფაქტისა და ამბის წყაროა ეს წიგნი!

P.S. თარგმანი ნორმალური იყო, მაგრამ არ ვიცი რა მჭირს - ქართულ თარგმანებს მაინც რაღაც ეჭვით და "მინუსით" ვკითხულობ :)